ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პროტესტი გაგრძელდება და მოთხოვნა ამ მთავრობიოსთვის იქნება ძალიან მძიმე”: აქციის მონაწილე

“პროტესტი გაგრძელდება და მოთხოვნა ამ მთავრობიოსთვის იქნება ძალიან მძიმე” – ეს განცხადება დღეს დილით პარლამენტის ენობის ძწინ გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა.

მისი თქმით მათი მოთხოვნები დღეს საღამოს 18:00 საათზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დროს განახლდება საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობსი წინ. მანამდე კი ადგილზე ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და მათირ ამდენიმე მხარდამჭერი რჩება რომლებმაც ღამე კარავში გაათენეს.
ასევე აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მისთვსიგაუგებრაია როგორ მიმდინარეობს გამოძიება ობიექტურად როდესაც ყველა ნივთმტკციება განადგურებულია.

” ჩვენმია ზრით არანაირი სამართალი არარის დღეს დღეისობით იმიტომ, რომ როდესაც ამბობენ, რომ გამოძება მიდის სამართლიანად და ამ დროს განადგურებულაი ნივთმტკიცებები, მაშინ როგორ, რადზე დაყრდNობით იძებენ ამ მკვლელობას. ჩვენია ზრით აღსრულდეს სამართალი ნიშნავს იამს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს სათანადოდ” – განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....