ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ანრი ოხანაშვილი – ძალიან ბინძური კამპანიაა, როცა ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ტრაგედიას

ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაემიჯნოს სპეკულაციას და დავდგეთ ყველა ერთად, რათა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე კითხვებს უმოკლეს დროში გაეცეს პასუხი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბინძური კამპანიაა, როცა ოპოზიციის ნაწილი ამ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამ ოჯახის ტრაგედიას, ეს არის ძალიან ბინძური კამპანია. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორია ოპოზიციის განწყობა და საზოგადოებამ დაინახა გუშინ პრემიერ-მინისტრის მისვლა იქ მყოფ ადამიანებს გაუხარდათ და უშუალოდ ზაზა სარალიძეს, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მისცა საშუალება ზაზა სარალიძესაც კი, წარმართულიყო ადამიანური საუბარი და მიეცათ პრემიერისთვის საშუალება დაეფიქსირებინა მისი პოზიცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაემიჯნოს მსგავს სპეკულაციას.

„დავდგეთ ყველა ერთად, რათა საქმეზე კითხვებს უმოკლეს დროში გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დეპუტატმა.

იტვირთბა....