ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარბარე ლაფარიანცის დედა აქციაზე: “ექვსი წელია ჩემი შვილის მკვლელი ნაპოვნი არ არის, მომატყუეს”

პარლამენტის წინ, მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად 2012 წლის 31 სექტემბერს მოკლული ბარბარე ლაფარიანცის მშობლები მივიდნენ. აქციაზე სიტყვით ლაფარიანცის დედა თათია მექერიშვილი  გამოვიდა. მისი თქმით, ის “ქართულმა ოცნებამ” მოატყუა და მისი შვილის მკვლელი დღემდე დასჯილი არ არის. მექერიშვილის განცხადებით, სისტემა უნდა დაინგრას და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს.

“მეც სასტიკად მოკლული ბარბარე ლაფარიანცის დედა ვარ. 6 წელია სიმართლის დადგენას ვცდილობ, სამართალს ვეძებ. არაფერი გარკვეული არ არის. წლებია მატყუებენ. ზაზა სარალიძეს და მალხაზ  მაჩალიკაშვილს სოლიდარობას ვუცხადებ. ისინიც ჩემსავით შვილმკვდარი მშობლები არიან. სისტემა უნდა დაინგრას და ეს ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს”,-განაცხადა თათია მექერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინა საღამოს, ცხრა თვის ჩვილი ბარბარე ლაფარიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ კი, ბავში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....