წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალბატონი. ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ადგილი ოჯახუ კონფლიქტს ჰქონდა და ფაქტზე გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული.
დაჭრილი ქალბატონის მეზობლების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა. მეუღლემ მას კარების გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. გარდაცვლილი მისი ყოფილი მეუღლეა. ხოლო ქალის მეგობარი მამკავი მეზობლების ინფორმაციით უბნის ინსპექტორია.
წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.