Gepostet von მეტრონომი • Metronome am Donnerstag, 31. Mai 2018
“სასამართლომ გვანახა, რომ დათუჩას მკვლელები დაუსჯელები დადიან, ახალგაზრდები ამას არ შევეგუებით” აცხადებენ მოძრაობის წევრები და ითხოვენ შოთაძის გადადგომას. 51- ე სკოლელები არიან ძირითადად ახალგაზრდული მოძრაობა ”ნუ მომკლავ” პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს და მოითხოვენ, 6 საათიან ვადაში დატოვოს ირაკლი შოთაძემ თანამდებობა.
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას მოძრაობის “ნუ მომკლავ” წევრები და 51-ე სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. ახალგაზრდული მოძრაობა სწორედ დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დაფუძნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.