ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

ნოდარ ხარშილაძე: “ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ამ დონის სკანდალი ხელისუფლებას დაასრულებდა”

პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ქართული ოცნება” დღემდე ახერხებდა იმას რომ ხალხის უკმაყოფილებას პერსონალური სახე არ ჰქონდა. ანუ ყველას რაღაც არ მოგვწონდა, მაგრამ ეს იყო საერთო, ზოგადი უკმაყოფილება ასევე საერთო, ზოგადი უსაქმურობისა და უმოქმედობის მიმართ.

დღეს, ეს უკმაყოფილება უკვე ბრაზში და მრისხანებაში გადაიზარდა და ამას კონკრეტული, შვილმოკლული მამის სახე აქვს.

საპალმანეტო კომისიას აზრი ჰქონდა მანამდე, სანამ ეს კრიზისი საერთო სახალხო განზომილებაში გავიდოდა, ეხლა უკვე ეს არის ხელისუფლების მცდელობა საქმე ბიუროკრატიულ-კომისიურ ჭრილში გადაიყვანოს, რაც კიდევ უფრო ასხავს ცეცხლზე ნავთს.

ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში ამ დონის სკანდალი ხელისუფლებას დაასრულებდა, შესაძლოა რომ ჩვენთან ეს დასასრულის დასაწყისი გახდეს”, – წერს ხარშილაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....