საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმსი ირგვლივ გაჩენილი კითხვების გამო, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას და საქმსი ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გაეცეს.
“დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე და თვითოეული ჩვენგანისთვის ეს საკითხი საკმაოდ მტკივნეულია. მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საკითხია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსდგეს. ამიტომ საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება და საკანონმდებლო ორგანოში საქმის შესწავლა მოხდება”,-განაცხადა ბაქრაძემ პრესკომფერენციაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.