ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

სააკაშვილი: “სალარიძე მხოლოდ იმიტომ იჩაგრება, რომ ივანიშვილი ცდილობს თავის საყრდენი თანამდებობის პირების დანაშული დაფაროს”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ივანიშვილის უკანონო დავალებების შემსრულებლებმა ამ განაჩენით მიიღეს მესიჯი რომ მათ შეუძლიათ არამარტო მიითვისონ ხალხის ფული ( რასაც აქამდე აქტიურად აკეთებდნენ) არამედ ჩაიდინონ ნებისმიერი დანაშაული, მათ შორის სასიკვდილოდ გაიმეტონ სკოლის მოსწავლეები და მათ თითსაც ვერავინ დააკარებს.

მერაბიშვილის უკანონო გაყვანაში მონაწილეობდა მირზა სუბელიანი, მისმა შვილმა მოკლა თანატოლები და არა თუ მას არამედ მის ნათესავებსაც არ აგებინეს პასუხი. ამ კრიმინალურ ბანდას აქვს ინდულგეცია ადამიანების მკველობაზეც კი და ამ კრიმინალური ჯგუფის მეთაური არის ივანიშვილი.

პოლიციელებს მოვუწოდებ გამოიჩინონ მოქალაქეობრივი სოლიდარობა უსამართლობის მსხვერპლის მიმართ.
ზაზა სალარიძე მხოლოდ იმიტომ იჩაგრება,რომ ივანიშვილმა, რომელმაც თქვენც დაგამცირათ, ცდილობს დაფაროს თავისი დასაყრდენი კონკრეტული თანამდებობის პირის დანაშაული.

თქვენ და ზაზა სალარიძეს ერთი მტერი გყავთ-ოლიგარქი და მისი მაფიოზური სინდიკატი”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....