ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ელისაშვილი: “ეს თუ შერჩთ, დავარქვათ ქვეყანას ბიძინას და შოთაძის დუქანი და წავიდეთ აქედან”

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ზაზა სარალიძის მიერ მთავარ პროკურატურასთნ გამართულ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ სარალიძეს ყველა გვერდით უნდა დაუდგეს.

“შვილები მყავს და არ მინდა ის დაემართოთ, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. მეორეც, არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა ასე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ახლა ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და მთელი პროკურატურა აბუჩად იგდებს. ეს ნაძირალა აქ რომ ზის, მტკიცებულებების გამყალბებელი შოთაძე.. პროკურატურაში მუშაობა ახლა სირცხვილია და ვისაც ნამუსი აქვს უნდა წამოვიდეს იქიდან. ყველა ნორმალური ადამიანი აქ უნდა იდგეს, ვისაც საკუთარი შვილებისა და ამ ქვეყნის ბედი ანაღვლებს. ეს თუ შერჩათ, დავარქვათ ბიძინასა და შოთაძის დუქანი. ყველაფერი იქით გადამიდია. მთავარია ამ ადამიანს არ გადაუარონ”, – აცხადებს ელისაშვილი “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....