ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ეხმაურება. მისი თქმით, ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ და თუ რამე კითხვები არსებობს საგამოძიებო ორგანოებთან კონსულტაციები უნდა მოხდეს.
„ჩვენც ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ. ბუნებრივია, რომ დაღუპულის მამა და მისი ოჯახის წევრები ემოციური ხარისხით ამ შემთხვევაში გამოირჩევიან და მათთვის ეს სხვანაირი ტკივილი მაგრამ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და თუ მაინც არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები და უნდობლობა საგამოძიებო პროცესის მიმართ, რა თქმა უდნა კონსულტაციები შეიძლება ამ შეთხვევაში დავიწყოთ საგამოძიებო ორგანოსთან მიმართებაში, თუმცა ამ მხრივ მე მგონია რომ საგამოძიებო რესურსიც ბოლომდე ამოწურული არ უნდა იყოს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.