“მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები.. შოთაძე დაუყოვნებლივ გადადგეს, დააკავონ ჩემი შვილის მკვლელები. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, დამიდგეს გვერდით, შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს”, – განაცხადა ხორავას საქმის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძის მამამ.
ხორავას ქუჩის საქმეზე ამ წუთებში მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული მოსამართლემ მისი შვილის მკვლელობის ნაწილში გაამართლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.
ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ერთი პირი დააკავეს
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Donnerstag, 31. Mai 2018