ხორავას ქუჩის საქმეზე ამ წუთებში მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული მოსამართლემ მისი შვილის მკვლელობის ნაწილში გაამართლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Donnerstag, 31. Mai 2018