ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა პეტრე: “ლომისობა ღრეობას დაემსგავსა, სისხლის მდინარეები მიედინება ჩვენი სტომაქის ამოსავსებად”

მამა პეტრე კოლხი “მეტრონომთან” საუბარში ლომისობის დღესასწაულს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღესასწაული ქრისტიანულ ჩრჩოებს ცდება.

“ლომისობის დღესასწაული ქართველებს ძალიან შეუყვარდათ და ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. თუმცა, ეს საეკლესიო დღესასწაულს გაცდა და საერო ხასიათი მიიღო, რაც თავისთავად ქრისტიანულ სწავლებასა და საეკლესიო ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ეს ყველაფერი ღრეობას დაემსგავსა. მე არ ვამბობ, რომ იქ ურწმუნოები მიდიან, ნაწილი მიდის ლოცვით, დიდი რწმენით, სინანულით, რათა ილოცოს და შინ მშვიდობით დაბრუნდეს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მიდიან გასართობად, ღრეობისთვის, რომ დაკლან საკლავი და სასაკლაოს დაემსგავსოს იქაურობა. სისხლის მდინარე მიედინება, რომელიც არაგვს უერთდება.

ტაძრის გარშემო აღესრულება წარმართული რიტუალები და შორიდან ვინც დაგვინახავს იტყვის, რომ ქართველი ერი მოსაქცევი არისო. ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროებს ეს დღესასწაული კორექტირებას, რათ ის ქრისტიანულ ჩრჩოებს დაუბრუნდეს და წარმართული ელემენტები დაიბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმ წყალობას ვერ მივიღებთ, რის მოხვეჭად ამ დღესასწაულზე მივდივართ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენი რწმენა წინააღმდეგობაში მოდის მართმადიდებლობასთან და თითქოს ორივე რელიგიის მსახური ხდება – მართმადდიდებლობის და წარმართობის. ღმერთი პირს არ აკერებს იქ დაკლულ ცხვრებს, ეს ჩვენი სტომაქის ამოსავსებად ხდება”, – აცხადებს მამა პეტრე.

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.

იტვირთბა....