ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე აშშ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“.

„ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე უცვლელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს გაერო-ს წესდების თანახმად. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს თავისი ჯარები გაიყვანოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

იტვირთბა....