ფეისბუქში მომხმარებელი ბექა ადუაშვილი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სეპარატისტული რეჟიმი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლას უკრძალავს.
“Sos! მეგობრებო სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლა აუკრძალა! დღეს ლომისობას ამ ეკლესიაში ქართველებს არ უშვებენ. გუშინ ოკუპანტმა მხარემ ქართული მხარე გააფრთხილა, რომ ვინც დღეს სალოცავთან კირბალის მხრიდან ავა დააპატიმრებენ საზღვრის გადაკვეთის გამო! ამის შესახებ ხელისუფლებას განცხადევა არც კი გაუკეთებია! რუსეთისირია “, – წერს ბექა ადუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლომისობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით სუს-მა განცხადება გაავრცელა.
“30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ნათქვამია განცხადებაში.