ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კაცმა ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას “imedinews” ავრცელებს.
ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ, მამუკა ფარცვანიას ოჯახში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.