5 აპრილს, ტყიბულში 6 დაღუპული მეშახტის შემდეგ, კიდევ ორი მუშა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია „საქნახშირის“ წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ დაადასტურა.
შეხვედრას მერის მოადგილესთან ერთად „საქნახშირის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. სწორედ მას ჰკითხეს დისკუსიაზე დამსწრე მუშებმა, რამ გამოიწვია ერთი კვირის წინ კიდევ ორი მუშის დამარცხება. ინფორმაცის “ლიბერალი” ავრცელებს.
ეს ინფორმაცია მედიისთვის და საზოგადეობისთვის ცნობილი არ იყო, რადგან როგორც მუშები ამბობენ, სასწრაფო არ გამოიძახეს და თავად კომპანიის წარმომადგენლებმა წაიყვანეს მუშები ქუთაისის საავადმყოფოში.
„საქნახშირის“ შრომის დაცვის, ეკოლოგიის და ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორმა დავით რობაქიძემ თქვა, რომ მართლაც დამარცხდა შახტაში უბნის უფროსი და ერთი მუშა.
“ჩემი ინფორმაციით რა მოხდა – სადაც მუშაობდნენ მუშები იქ 45 გრადუსიანი დახრილი ადგილებია და ამ ადგილზე ბურღვითი სამუშაობისას, მოხდა იატაკის მოცურება. ისინი რაზეც იდგნენ გამაგრებული ნაწილიდან ქვედა ნაწილში წაიყვანა ქვანახშირის მასამ. იქ რაღაც პროცესები იყო მანამდე რაც ჩემი აზრით ხელმძღვანელ, უფლებამოსილ პირს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.
სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს? – მე როგორც ვიცი იყო რაღაც შეფერხება ამიტომ ჩვენი მანქანით გადავიყვანეთ. ერთს ჰქონდა თავზე პატარა ჭრილობა რომელიც ადგილობრივად, ჩვენ მედპუნქტი გვაქვს და იქ დაუმუშავდა. შემდგომ გადავიყვანეთ ქუთაისში. ახლა გამოწერილები არიან და სახშლი გადიან მკურნალობას, მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ რეკომენდაციაა წოლით მდგოამრეობაში იყვნენ. ვსწავლობთ ამ შემთხვევას, „- ამბობს დავით რობაქიძე.
„ლიბერალმა” ფონდ „ღია საზოგადოების” მხარდაჭერით დაიწყო პროექტი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის.
ტყიბულში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობენ: ტყიბულის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, „საქნახშირის“ შრომის დაცვის, ეკოლოგიის და ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორი დავით რობაქიძე, ყოფილი მეშახტე ლევან ბეშკენაძე, მხატვარი და აქტვისტი ლუიზა ლაფერაძე.