ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო რუსული ბენზინის შემოტანაზე უარის თქმის შესახებ ინიციატივით გამოდის. საჯარო განხილვისთვის მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ყაზახეთის მთავრობის ელექტრონულ პორტალზეა ხელმისაწვდომი, აკრძალვის ვადად 3 თვე, ხოლო მიზეზად – რუსეთში საწვავის გაძვირებაა დასახელებული. ანალიტიკოსის, სერგეი სმირნოვის განმარტებით, ფასები რესპუბლიკაში რუსულ ბაზარზეა ორიენტირებული და ქვეყანა ფასების შემდგომი ზრდისგანაც არაა დაზღვეული.
„რუსეთში საწვავის ფასი თითქმის ერთი რუბლით გაძვირდა, ჩვენთვის კი ეს ხუთი ტენგეა“ – განმარტა ანალიტიკოსმა.
Tengri News -ის ინფორმაციით, რუსეთში АИ-92-ის მარკის ბენზინი 90 კაპიკით გაძვირდა და 42,21 რუბლი შეადგინა (1 ლიტრი), ხოლო АИ-95 88 კაპიკით გაიზარდა და მისი ღირებულება 45,5 რუბლი გახდა. ბენზინის ფასის მკვეთრი ზრდა 21-დან 27 მაისის პერიოდში დაფიქსირდა.
ნუცა ხომერიკი
businesspost.ge