ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IRI: “საქართველოში რუსეთთან დიალოგის მომხრეების რაოდენობა შემცირდა”

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კიდევ ერთ საკითხზე ასაჯაროებს: საქართველოში შემცირდა ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთნ დიალოგის მომხრეები არიან.

გამოკითხული მოქალაქეთა უმრავლესობა მკვეთრად პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდამჭერია.

77% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა “მოხლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ” უნდა იყოს.

ამასთან, 76% ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა რუსეთთან დიალოგის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6%- ით, 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით შემცირდა.

კვლევა 10-22 აპრილის შუალედში ჩატარდა, გამოიკითხა საარჩევნო უფლების ხმის მქონე 1500 ადამიანი. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

იტვირთბა....