საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაცც ასადის რეჟიმს აკრიტიკებს.
“შენი მოკავშირეები მეტყველებენ იმაზე, თუ ვინ ხარ. დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მოკვლით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა.