ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

მინისტრი: ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

“ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ”, – ასეთი განცხადება გააკეთა  კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
მისი თქმით, შედარებულია ყველა ის საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომედაციით მიმართა.
მინისტრის თქმით, ქევხიშვილმა აღნიშნული შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განისაზღვროს სამწრთვნელო პროცესის დაგეგმვა, რომ სპორტსმენებმა საერთაშორისო ღონისძიებებში ღირსეული ასპარეზობა შეძლონ.
“კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ქევხიშვილის გადაყენების მოთხოვნით უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება.

იტვირთბა....