პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე “1ტვ-თან” საუბარში აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ასადის ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „აღიარება“ რადიკალურად არაფერს ცვლის.
„ასადის ხელისუფლებას ისედაც მსოფლიოს ნახევარზე მეტი არ აღიარებს და გასაგებია, რომ ეს „აღიარება“ რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ჩარევისა და რუსეთის მიერ სირიაზე ძალიან სერიოზული პოლიტიკური გავლენის შედეგია.
ჩვენს ხელისუფლებას პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ აქვს სირიის ხელისუფლებასთან, ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ასადის ხელისუფლებასთან ურთიერთობა პრაქტიკულად გაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, ეს რადიკალურად არაფერს ცვლის. სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის მაგალითად ვენესუელას მხრიდან „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარება“. სირიის რეჟიმის „აღიარება“, რომელიც რეალურად არის გარიყული ცივილური სამყაროსგან, პრობლემა მაინცდამაინც არ არის“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ სირიამ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა.