გეგუთის ციხის პატიმარი, ნოდარ გუბელაძე, რომელზეც სოციალურ ქსელში სკანდალური კადრები გავრცელდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულის ადვოკატებმა გირაოს მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა ის სასამართლომ არ გაითვალისწინა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება ყაჩაღობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა მე-12 არხმა გაავრცელა, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ პატიმარზე ზეწოლას ასახავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ის იძულებით ასაღებად.