ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, პოლიცია იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას

რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ხელვაჩაურში მომხდარის კომენტირებისას.

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი, არ შეიძლება პოლიციელების და სამართლდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ.

მესმის, რომ ვიდეოში არის ბრალდებულის განწირული ხმით კვილი და წივილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, ვინც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ნიმუშის აღება აუცილებელი იყო, რათა დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ზედმეტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერეთი შეხედვით, ჩანდა, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობდნენ.

იტვირთბა....