სოფელ რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების განცხადებით „მაზდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა. მომხდარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იძებენ.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.