ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “ხელისუფლებამ არ უნდა დაუსვას ახალი გირგვლიანის საქმე”

გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“სამართალი უნდა აღსრულდეს!
ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ახალი გირგვლიანის საქმე”, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი.

ზაზა სარალიძემ აქცია გამართა ლოზუნგით “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”. ასობით მოქალაქე შეიკრიბა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. საქმის ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა, სადაც ნათქვამია, რომ მოკლულ მოზარდებს ჭრილობები მაკრატლითაც აქვთ მიყენებული, რასაც პროკურატურა უარყოფს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

 

იტვირთბა....