ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

6 მლნ-ზე მეტი „ქართუ ბანკში“ და მილიონიანი ბინა მოსკოვში: რა ქონებას ფლობს სააკაშვილის სკანდალური განცხადებების ადრესატი შალელაშვილი

საქართველოს IX მოწვევის(18-11-2016 ) პარლამენტის წევრ, დეპუტატ შოთა შალელაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 30 დეკმებერს აქვს შევსებული.

„მეტრონომი“ მისი ქონებრივი დეკლარაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა ” კვირის აქცენტებში”  სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შოთა შალელაშვილი მაქინაციურ სქემაშია გახვეული.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ დეპუტატი რამდენიმე ბინას და მიწის ნაკვეთს როგორც საქართველოში და  რუსეთში, ასევე ისრაელშიც ფლობს. კერძოდ:

2010 წელს შალელაშვილს და მის მეუღლეს ისრაელში, სავიონში, 36.650 კვ.მ ფართობის ბინა 18 000 000  ისრაელურ შეკელად აქვთ ნაყიდი.  გარდა ამისა, შალელაშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს, ისრაელში, 4000 კვ.მ ფართობის, რომელიც 3 მილიონ 600 000 დოლარადაა შეძენილი.

მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს ბინა ისრაელში, აშდოდში, 165 კვ.მ ფართობის.

ის რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში ფლობს 155 კვ.მ ფართობის ბინას, რომელშიც 1 მილიონ 390 000 დოლარი გადაიხადა.

შალელაშვილი თბილისში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე ფლობს 480 000 დოლარად შეძენილ ბინას, 259,12 კვ.მ ის ფართობის. ის ასევე საქართველოში, სამტრედიაში, მემკვიდრეობით ფლობს  მიწის ნაკვეთს, 600 კვ.მ ფართობს.

მის მეუღლეს, ირა ფიჩხაძეს ქობულეთში რამდენიმე ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი უფიქსირდება. კერძოდ:

ქობულეთი – 17149 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

ქობულეთი – 2052 კვ.მ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი.

ქობულეთი –  4428 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.

ქობულეთი –  1556 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

ქობულეთი – 8739 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.

ქობულეთი – 48 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი

ქობულეთი –  221,9 კვ.მ ფართობის კიდევ ერთი არასაცხოვრებელ ფართი.

შოთა შალელაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანებს:

MERCEDES S-500  – 800 000 დოლარის ღირებულების.

NISSAN TEANA –   550 000 დოლარის ღირებულების.

MERCEDES GL-450 –  120 000 დოლარის ღირებულების

AUDI S8  – 220 000 დოლარის ღირებულების

Mercedes-Maybach S 560 – 153 000 ევროს ღირებულების.

შალელაშვილი ფლობს ოთხ ცალ ფერწერულ ტილოს, რომლებიც ჯამში 3 მილიონ დოლარად შეიძინა. დეკლარაციაში აღნიშნულია მის სახელზე ფიქსირებული მაჯის საათი, 3 ცალი – 270 000 ევროდ შეძენილი.

მისი მეუღლე ირა ფიჩხაძე ფლობს:

მსუბუქი ავტომანქანა FORD EXPLORER – 330 000 ისრაელური შეკელი. 3 ცალი ბეჭედი – 120 000 ევრო, საყურე 2 ცალი – 160 000 ევრო, სამაჯური 3 ცალი – 150 000 დოლარი, ყელსაბამი 2 ცალი – 250 000 ლარი, საათი 3 ცალი 120 000 ლარი.

შალელაშვილს სხვა თანხებთან ერთად, „ქართუ ბანკში“ ანგარიშზე აქვს დეპოზიტის სახით, 1 მილიონი დოლარი. ასევე დეპოზიტის სახით, „ქართუ ბანკში“ ფიქსირდება, 5 მილიონი დოლარი. ისრაელში დეპოზიტის სახით ფიქსირდება BANK LEUMI ISRAEL-ში  – 259 651 დოლარი. შოთა შალელაშვილის სახელზე ფიქსირდება თი–ბი–სი ბანკში, საბარათე – 48009 დოლარი.  „ბანკი ქართუ“ მიმდინარე –  660 000 დოლარი.

გრაფაში: თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, ფიქსირდება, დანაზოგი 10 000 დოლარი, ირა ფიჩხაძე – 6 000 დოლარი, დანაზოგი; შოთა შალელაშვილი 1 000 შვეიცარული ფრანკი, დანაზოგი.

შოთა შალელაშვილი, როგორც საქართველოს პარლამენტის  წევრი,  ხელფასის სახით 5 550 ლარს იღებს.

შეგახსენებთ, რომ შალელაშვილთან მიმართებაში სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. ხოლო ამ თავდასხმაში შაველაშვილის შვილს ადანაშაულებს, რომლიც რუს ჰაკერებთან ერთად მოქმედებდა. თავდასხმის მთავარი მიზანი კი ფულის ჰაკერული გზით მოპარვაა.  სააკაშვილი ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზეა, რომელიც მოგვიანებით საქართველოში შემოედინებოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.  მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შალელაშვილმა სადეპუტატო მანდატის მეშვეობით ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

“ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა შალელაშვილი იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი გაბრიელ შალელაშვილი, იგივე გარი შალონი, ჰაკერული თავდასხმისთვის დააკავეს.

ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ  მსი მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩემი პოზიცია ისეთია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და უფრო სიღრმისეულად, რომ ჩამოვალ, რა თქმა უნდა ვისაუბრებ”,-განაცხადა შალელაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

 

იტვირთბა....