ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი თავიდან გამოაცხადა

თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარია. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.
მერიის მიერ მოთხოვნილი პირობების თანახმად, პრედენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.
პირველი ტენდერი, რომელიც მერიამ ავტობუსების შესაძენად გამოაცხადა ჩავარდა. ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო ტენდერი 7 მაისს გამოცხადდა და ვადა 22 მაისამდე იყო.

იტვირთბა....