ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც წავლენ ტურნირებზე და თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ ამას”

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ ახალ მწვრთნელზე ფიქრი ადეკვატურია, რადგანაც ფედერაციას თავისი საქმე აქვს. მისი თქმით, დღევანდელ ნაკრებში არიან და იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ტურნიერებზე წავლენ. განუცხადა ჟურნალისტებს ქევხიშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ.  კითხვაზე შეიძლება თუ არა ის სპორტსმენები ვინც აქციებზე დგანან ნაკრების წევრები აღარ იყვნენ ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ “ეს მათი არჩევანია.”

“ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკითხს ნუ უყურებთ სიმრავლით, საკითხს შეხედეთ სიმართლით. იყო რეკომენდაციები სამინისტროსგან და ყველამ ვნახეთ, რომ სამინისტრო სპორტსმენების პოზიციებს არ იზიარებს. რასაც ისინი ამბობენ სიმართლე, რომ ყოფილიყო, მე აქამდე აქ არ ვიქნებოდი. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს სპორტსმენებისთვის, რომელთაც ძალიან მალე ნახავთ. სპორტსმენების არჩევანია ვინ გააგრძელიბს და ვინ არა ვარჯიშს.
ფედერაციის კარი არავისთვისაა დაკეტილი მიუხედავად არა ერთი არასწორი და აგრესიული ქმედებისა“, – განაცხადა ქევხიშვილმა.

იტვირთბა....