აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა. ამის შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება. აღმასკომის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ, არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში.
თუ გადავხედავთ – გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.