საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “კვირის აქცენტებში” აცხადებს, რომ თუ ის უკან ხელისუფლებაში დაბრუნდება, პირველ რიგში ბანკებს მიხედავს. სააკაშვილი ამბობს, რომ ბანკები ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქართველოს მოსახლეობას ძარცვავს და მათ კისერზე მდიდრდებიან.
“მოხდა ბანკების სრული კონტროლი. ივანიშვილმა ხაზარაძეს გაუცვალა თბილისის ცენტრის კონტროლი და ლაზიკის პორტი და წამოიღო მისი სერიოზული აქციები, რუხაძესთან ერთად გაძარცვეს პატარკაციშვილის მეუღლე და მერე წამოიღეს ეს ქონება “იმედის” კონტროლში და ერთმანეთთან ურთიერთობებში გაცვალეს. გილაურთანაც მშვენივრად გარიგდნენ. ირაკლი გილაური იცით, არის ნიკა გილაურის ძმა, მაგრამ მისი პირადი ქონება ას მილიონზე მეტია. მინდა ვაღიარო, ჩვენს დროს დაიწყო ფულის კეთება, მაგრამ წელიწადში…
და ვის ხარჯზე აკეთებენ ფულს? ხალხს წაართვეს ანგარიშები, სახლები, ქონება, ყველაფერი, მაცივარი და ტელევიზორი. 6 მილიონი ხელფასი საქართველოსთანა ქვეყანაში? იყოს ქართველი ბილ გეითსი და თუ უნდა 100 მილიონი ჰქონდეს და თუ უნდა 500! ბანკებში ვაპირებ წესრიგის დამყარებას. პირველი, მათ უნდა აეკრძალოთ არასაპროფილო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ბანკები დაკავებულები არიან შიდარეიდერობით, საბანკო განაკვეთი უნდა დაიწიოს ზემოგებების აკრძალვის ხარჯზე, დიახ, უნდა დაწესდეს ხელფასების ზედაზღვარები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.