ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კვირიკაშვილი პოსტს დიდხანს შეინარჩუნებს”

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა დაადასტურა, რომ მისი საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს.

“პომპეოსთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის პერსონალური ფაქტორი გამოიკვეთა, რაც შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე საინტერესო გამოჩნდა. საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი პრემიერის ცვლილება, ამერიკაში ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს“, – ამბობს უსუფაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთან“.

მისი თქმით, თუ ივანიშვილს ოდესმე გაუჩნდება კვირიკაშვილის შეცვლის სურვილი, მან უნდა იზრუნოს პოტენციური შემცვლელის საგარეო მხარდაჭერაზეც. თუ ეს არ მოხდება, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ კითხვები გაჩნდება არა სხვა კვირიკაშვილის შემცვლელ პრემიერთან, არამედ ქვეყნის კურსთან, რაც საგანგაშო იქნება ჩვენი მომავლისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად თავისუფლად შეიძლება შეფასდეს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრები.

შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ნატოს მოახლოებულ ბრიუსელის სამიტს, უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობას და აშშ-ის და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის განვიტარების პერსპექტივას. პრემიერი ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელს. კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა სენატორებთან აარონ ჯონსონტან, ლინდსი გრემთან და კრის მერფისთან.

შეხვედრის ბოლოს, კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სახლში საპატიო სტუმრად მიიწვია და წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გაკეთდა.

იტვირთბა....