ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ მომკლავ”: პარლამენტის წინ “ხორავას ქუჩის საქმეზე” ხალხმრავალი აქცია გაიმართა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ორი მოზარდის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქცია, სახელწოდებით “ნუ მომკლავ” პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. საპროტესტო აქციას “მეტრონომის” ჟურნალისტი ესწრებოდა.

აქციის მინაწილეებს “სამართალდამცველთა ლიგის” წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ მიმართა და ხმამაღლა გააჟღერა ის კითხვები, რაც მთავარი პროკურორისთის, ირაკლი შოთაძისთვის უნდა დაესვათ – რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი – ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანით არის მოკლული სარალიძე, რატომ არ დაკითხა გამოძიებამ ის მოზარდები ვინც დაიჭრა ჩხუბის დროს და რატომ ჩაუტარდათ მათ ექსპერტიზა მხოლოდ ჭრილობების შეხორცების შემდეგ და სხვ.

აქციას ათსობით ადამიანი ესწრებოდა, რის გამოც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ საკმაოდ ცნობილი შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით დავით სარალიძის მამასთან ერთად, გია ბუღაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მიხეილ რამიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართეს.

იტვირთბა....