ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ გუშინდელ ბრძოლაში, რომელიც სამწუხაროდ მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელი მოიტეხა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ კომენტატორებიც, რომლებსაც იაპონიიდან რეპორტაჟი მიჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სუმოისტს ოძეკის წოდება გარანტირებული აქვს, წესით კლუბის პრეზიდენტს უნდა შეატყობინოს ტრავმის შესახებ, მაგრამ როგორც ირკვევა, ლევანმა ტრავმა დამალა და დღეს საჩემპიონო ბრძოლას მაინც გამართავს.
შეგახსენებთ, დღეს ტოჩინოშინი მე-14 ბრძოლას გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდება. პირდაპირ ტრანსლირებას “მეტრონომი” აუცილებლად შემოგთავაზებთ. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირდაპირი ეთერი და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და დაელოდოთ ქართველი სუმოისტის გამოსვლას, რომელიც ჩვენი დროით დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთისთვის დაიწყება.
"ზაფხულის დიდი ტურნირის" მე-14 დღის პირდაპირი ეთერი ქართული კომენტარებით.ქართული სუმოს ქომაგები
Gepostet von adjarasport.com am Freitag, 25. Mai 2018