ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვარდების მოედანს” სახელი გადაერქვა (ვიდეო)

25 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი გადაარქვეს და “პირველი რესპუბლიკის” სახელი მიანიჭეს. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მათვე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტაში დაუკრეს. კენჭისყრაში მონაწიელობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაოვას და ევროპულ საქართველოს დეპუტატებს.

“ვარდების მოედნისთვის” სახელის შეცვლის ინიციატივა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წამოაყენა. ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადა იყო განსაზღვრული.

თინათინ ნიბლოშვილი ჟურნალისტბთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ “ვარდების რევოლუციის მოედანი” იგივე ნაციონალური მოძრაობის მოედანია.

ინიციატივას მხარი დაუჭირა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მან ქალაქის მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას საზოგადოებაც მხარს დაუჭერს.

https://www.facebook.com/news.on.ge/videos/1805200672864630/?t=0

იტვირთბა....