ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ბექა მინდიაშვილი: “წესით, არც ასკეტ იობსა და ბიზნესებითა და წილების მართვით უაღრესად დაკავებულ საპატრიარქოს ტელევიზორისთვის დრო არ უნდა რჩებოდეთ”

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს განცხადებასა და მეუფე იობის დაწყევლას ეხმაურება.

“ატლანტაში, 80 -ან წლებში, ტელევიზიით რაღაც გრძნობების შემლახველ ფილმს უშვებდნენ ბიბლიაზე. მოძრაობა “მორალური უმრავლესობის” წარმომადგენლებმა ფილმის აკრძლავის მოთხოვნით საჩივარი შეიტანეს სასამართლოში. ამერიკელმა მოსამართლემ უმრალესობას უპასუხა, რომ საჩივარს არ განიხილავდა, რადგან ამ სისულელის ნახვისთვის არ ეცალა.

თუ მაინცდამაინც თავის უმანკოდ დაცვა გინდათ, ის, რაც თქვენს გრძნობებს ავად აჩქროლებს, საერთოდ არ ნახოთ, არ წაიკითხოთ, არ მოისმინოთ – წესით, არც ასკეტ იობსა და ბიზნესებითა და წილების მართვით უაღრესად დაკავებულ საპატრიარქოს ტელევიზორისთვის დრო არ უნდა რჩებოდეთ. არქიმნადრიტ რაფაელ კარელინის ქადაგება მაინც წაგიკითხავთ ტელევიზორის მავნებლობაზე, თქვე კაი ხალხო”, – წერს მინდიაშვილი.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა
იტვირთბა....