საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია საპატრიარქოს მოწოდებასთან დაკავშირებით “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს.
“რუსთავი 2” არა მარტო დეზინფორმაციას ავრცელებს, არამედ დიდი ხანია ყველანაირი საშუალებით ცდილობს ქვეყანაში პოლარიზაცია მოახდინოს და დაძაბბული გარემო შექმნას. რაც შეეხება საპატრიარქოს, ეს იყო სწორი და ადეკვატური განცხადება. “რუსთვი 2”, როგორც მხარე, ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს არა მხოლოდ მართმადიდებლებს, არამედ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ღვთისმშობლის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.
ასეთი დამოკიდებულება ძალიან ცუდია პირველ რიგში “რუსთვი 2-თვის”. ტელევიზია მაყურებელს დაკარგავს. მე, პირადად, დიდი ხანია ამ ტელევიზიისგან მიწვევა არ მქონია. კონკრეტულად ვთვლი, რომ გაბუნიასთან და მისნაირებთან კონტაქტი არ ღირს”, – აცხადებს ბუკია.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.