ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი ნიუ იორკის პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას “იმედინიუსი” France24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაინშტეინის ქმედება ლუსია ევანსის ბრალდებას უკავშირდება. ევანსის თქმით, კინოპროდიუსერი მასზე სექსუალურად ძალადობდა.
პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია. ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი.
1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰოლივუდის მსახიობმა ეშლი ჯადმაც შეიტანა. ის ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ – The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.