ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამინისტრო: ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა დამკვიდრდა

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა გასცა ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე.

„როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს“,- ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....