ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბაზარი ონლაინ-სესხების გამცემმა კიდევ ორმა კომპანიამ დატოვა

საფინანსო ბაზარი კიდევ ორმა კომპანიამ დატოვა. აქტივები გაასხვისა და ბაზრიდან გადის ონლაინ-სესხების ლიტვური კომპანია OKCredi და უკრაინული Momy.ge.
როგორც OKCredi-ს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ღრუბელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ კომპანიების ანალოგიურად ბაზრის დატოვება კიდევ ბევრ სხვა ორგანიზაციას მოუწევს. ინფორმაციას BPN ავრცელებს.

2017 წლის იანვრის შემდეგ, რაც ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კომპანიების დაახლოებით 50% ბაზრიდან გავიდა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა. „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, რეგულაციამდე მათ ბაზაში 46 ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, დღეს კი მათი რაოდენობა 24-მდე შემცირდა.

საკრედიტო პორტფელი უკვე გაყიდა და ბაზრიდან გადის ონლაინ

სესხის გამცემი კომპანია OKCredi-ი („ავენტუს-ჯორჯია“.) კომპანიის დირექტორი მარინა ღრუბელაძე ამბობს, რომ ბაზრის დატოვების მიზეზი ონლაინ-სესხებთან დაკავშირებული რეგულაციებია.

„2017 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა განაპირობა ჩვენი ბაზრიდან გასვლა. „ავენტუს-ჯორჯიაში“, იგივე OKCredi-ი იყო ლიტვური ინვესტიცია ჩადებული, ეს კომპანია ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა საქართველოდან გასვლა მოუწია. გაყიდა აქტივები და გავიდა. პორტფელი პრობლემური აქტივების ბიუროს მიყიდა. ბევრი კომპანია კიდევ ვერ უძლებს ამ რეგულაციებს და სავარაუდოდ, ისინიც გავლენ.

„OKCredi-თან ერთად აქტივები გაასხვისა Momy.გე-მაც. ეს უკრაინული ინვესტიცია იყო. ორგანიზაცია ჯერ მიკროსაფინანსოდ გადაკეთდა, მაგრამ ვერც იმ რეგულაციებს გაუძლო, რაც ამ ინსტიტუტების მიმართ

ამოქმედდა და გავიდა ბაზრიდან“, – განაცხადა ღრუბელაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები, რომელიც ონლაინ-სესხებთან მიმართებით ამოქმედდა, გამიზნული იყო იქითკენ, რომ ბაზრიდან ბევრი მოთამაშე გასულიყო. „ანუ საბოლოო ჯამში მოხდა ბანკების ინტერესების გათვალისწინება. თანაც ბანკი დიდია და ის ბევრ დარტყმას უძლებს. ზოგადად ბაზრის რეგულაციაში ასეთი უხეში ჩარევა, როცა ბაზარი თვითრეგულირებადია, არ უნდა განხორციელებულიყო. მოთხოვნა ასეთ პროდუქტებზე იყო და ამიტომ გაიზარდა მიწოდებაც. დღეს კი ამ რეგულაციებმა მიწოდება შეამცირა, რაც თავისთავად შეუქცევად პროსეცებს გამოწვევს მოსახლეობაში“, – განაცხადა მარინა ღრუბელაძე.

ცნობისათვის, ონლაინ-სესხების გაცემის მიმართულებით რეგულაციები 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.

გარდა 100%-იანი ეფექტური წლიური განაკვეთისა, მთავრობამ მიმდინარე წლიდან კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც ყოველთვიურად, გაცემული სესხების ოდენობის 15%-ის ავანსად გადახდაში გამოიხატება. ამას კი ბიუჯეტი სესხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აბრუნებს. აღნიშნული რეგულაცია არ ეხებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს.

სხვა ამბები

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

newsadmin

მურუსიძე – ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად

newsadmin

ჩუგოშვილი – იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას

newsadmin

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

newsadmin

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

newsadmin

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

newsadmin
იტვირთბა....