საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” საუბრისას საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.
“საპატრიარქოს თავის აზრი გააჩნია და ეტყობა, აქვს საბაბი თუ რატომაც მოუწოდებს ეკლესიის წარმომადგენლებს “რუსთავი 2-თან” ურთიერთობის გაწყვეტისკენ. მე სიმართლე გითხრათ, არ მინახავს ეგ გადაცემა, რამაც საპატრიარქოს მხრიდან განცხადების გავრცელება განაპირობა. ზოგადად, ტელევიზიასთან და მედიასთან არ მგონია სწორი. პირიქით, რაც მეტი ტირაჟირება მოხდება, მით უფრო კარგია. მე როგორც ვიცი, სამღვდელოებას მოუწოდა და არა, ვთქვათ, ზოგადად, ან პოლიტიკოსებს, ან ვინმე სხვას..”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.