ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

თეა თუთბერიძე: “სოლიდარობა გაბუნიას, მიშას განცხადება კი არის მარაზმი”

“სოლიდარობა გიორგი გაბუნიას!!!

აი ეს კი არის მარაზმი და უკიდეგანო პოპულიზმი.

სირცხვილია და თან ძალიან დიდი სირცხვილი ეს ყველაფერი იმ ადამიანისგან, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიდაც ქვეყანაში მიღებული იქნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი კანონი (მერე რა რომ თავად კანონის პროექტი თავისუფლების ინსტიტუტმა მოამზადა). ტეხავს როცა უნიშვნელოვანეს ღირებულებებს ფეხქვეშ თელავ და გადადიხარ უკიდეგანო პოპულიზმში!!!”, – ასე ეხმაურება თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას დაწყევლას და საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

მის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა

იტვირთბა....