საზოგადოებაში არსებულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილი ნინო ფიფია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რასაც ახლა დავწერ მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და წაიკითხოს. ამ პოსტის შემდეგ ვიღაც ბეცს, ჩამორჩენილს და ბნელს მიწოდებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. ჩვენ ერთი თაობა ვართ, ერთი თაობის ორი მხარე, რომელთაგან ერთ-ერთი ჯურღმულში მიექანება. საკითხავია რომელი?! მაპატიეთ რომ არ ვარ “პროგრესულად მოაზროვნე”, მაპატიეთ რომ თავისუფლებას ნარკოტიკში ვერ ვხედავ, მაპატიეთ რომ ბნელი ვარ. იცით მამაჩემი გმირია. დიახ, გმირის შვილი ვარ. ზუსტად თქვენხელა ქვეყნის მთლიანობას იცავდა. თქვენხელა იყო თავისუფლებისთვის რომ იბრძოდა, არა ნარკოტიკისთვის. ის და მისნაიები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. თქვენ კი ნახირი ხართ. ესეც მაპატიეთ! ეროვნული გამოთაყვანება ჭირს საქართველოს. იძახით ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, პროგრესულად მოაზრვნე ახალგაზრდებიო. ან პროგრესი დამანახეთ, ან აზროვნება.
საერთოდ რას ეძახით მომავალს? თუ ეს გველის რაც ვნახე და მოვისმინე , მე აქ ვრჩები, ჩემს სიბნელეში. ყოველთვის მიმაჩნდა , რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა გადასახედი იყო. ვთვლიდი და ვთვლი რომ მოხმარებისთვის ციხეში რვა წელი “ყურყუტი” უსამართლობაა, მაგრამ ნარკორეალიზატორებისთვის სამუდამოც ალალია. ნუ ითხოვთ ნურაფრის ლეგალიზაციას. თქვენ მე ვეღარ შემცვლით, მაგრამ მაგალითს მისცემთ ჩემს პატარა დას, ცუდისკენ უბიძგებთ ჩემს შვილებს. მე ჯანსაღი გარემო მინდა. მინდა შემდეგ თაობას თავისუფლების არსი სწორად ესმოდეს. მე, ბნელი 19 წლის გოგო, ვთვლი, რომ თავისუფლებას გაუნათლებელი ერი ვერ ეღირსება. მე პირადად ვერც ბარიგა და ვერც მომხმარებელი ვერ შემზღუდავს. თქვენ კი იქ თავისუფლებას კი არა თქვენს სიამოვნრბას იცავთ. ნახევარზე მეტი “მიგრეკეს”. ბევრი ჩემი ნაცობი პონტის გამო მიხვედით. თქვენთ გინდათ იყოთ ევროპა და ამერიკა, მაგრამ მანამდე ქართველობა გავიწყდებათ. გაუბედეთ ევროპის და ამერიკის მთავრობებს ასეთი “ტინგიცი”, დარბევა და ტყვიის ზუზუნი მერე ნახეთ. მე, თქვენს ბნელ თანამოქალაქეს, უვიც თანატოლს, მეცოდებით, გული მტკივა თქვენზე.
ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკზე პრობლემური საკითხები არ გვაგქვს? მოიტანეს საზღვარი თბილისამდე. ვის ადარდებს? მთავარია “ტუსოვკებზე ვიძიგძიგოთ”. ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ უნდა ვცვლიდეთ, ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, მაგრამ საით მივექანებით. მე მირჩევნია ვიყო ბნელი და არა გაბრუებული. მირჩევნია ქვეყანაზე დარდი მატირებდეს და არა ნარკოტიკის “ლომკა”. მე და ჩემნაირები დავიცავთ ქვეყნის ისტორიას და ტრადიციებს, დავიცავთ მათ სახელს ვისი სისხლითაც აქმდე მოვედით და ვისი ამაგიც უბრალოდ პროგრესულემა წაბილწეთ. ვამაყობ პოლიციითა და სპეცრაზმით. მადლობა შსს-ს გადარჩენილი სიცოცხლისთვის. თქვენს სინათლეში ჯდომას ჩემი ბნელი მირჩევნია. ახლა გადაწყვიტეთ ვინ მიექანება ჯურღმულში. შეგიძლიათ თავით გადაეშვათ, მაგრამ საქართველოს არ გაგატანთ ! ”, – წერს გმირის შვილი ნინო ფიფია.