დოდო გუგეშაშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში, მისი შვილის მკვლელობის ახალ დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საქმეში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია.
“მე მინდოდა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრან, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე არ ვენდობოდი გამოძიებას ან მსგავსი რამ. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვდრა შედგა , მაგრამ არა გახარიასთან, მის პირველ მოადგილესთან ბატონ საბანაძესთნ და ქალაქის პირველ პოლიციელთან.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბანაძე მეთვალყურეობას უწევს ჩემი ოჯახის ტრაგედიას.
ნამდვილად არ მაქვს იმის თქმის უფელბა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკეტილია ჩემთვის, როგორც ადრე იყო. კარგად მოგეხსენებათ რომ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვაგრძელებდი ბრძოლას ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე რუსულ სპეცსამსახურებს შეყვანილი ვყავარ ე.წ. შავ სიაში ადგილზე ლიკვიდაციის მოთხოვნით.
მე მუდმივად მქონდა კონტაქტი ჩემს უკრაინელ თანამებრძოლებთა და გავრცელებული ინფორმაციით თუ მე ჩავიდოდი უკრაინაში, (იმ პერიოდში აეროპორტს რუსული სპეცსამახურები აკნტროლებდნენ) , მათ ქონდათ ბრძანება ჩემი ლიკვიდააციის.
მაგრამ როცა უკრაინელებმა დაიწყეს კონტროლი მხოლოდ მაშინ შევძელი იქ შესვლა.
მომივიდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან 2 ფრენა გაყალბებულია საქართველოს ტერიტორიაზე და უკრაინის ნაცვლად წერია ვითომ მე შემოვედი მოსკოვიდან და სანკ-პეტერბურგიდან. ზუსტად ამან გამიჩინა ეჭვი, რომ რომელიღაც სტრუქტურაში არის მოკლათებული და ჩანერგილი რუსული სპეცსამსახურებიდან ვინმე, რომელიც ცდილობადა და მოახერრხა კიდეც ამ ფრენების ფაქტების გაყალბება. ზუსტად ამიტომ ვითხოვდი გახარისთან შეხვედტა და არა იმიტომ რომ თითქოს მე უნდობლობას ვუცხადებ ამ გამოძიებას”- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც მისი ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა, თვითონ კი უმძმესი ოპერაცია ჩაუტარდა.