ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხარაძე: “მალე საერთაშორისო პრესაშიც გაჟღერდება სექსუალური შევიწროვების თემა”

ტელეწამყვანი და მსახიობი თათია სამხარაძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ამასობაში, BBC-დან დამირეკეს. მალე გადაცემას ჩავწერთ და საერთაშორისო პრესაშიც გაჟღერდება სექსუალური შევიწროვების თემა.

ცოტა მრცხვენია იმის თქმა, რომ ორი წელი გავიდა და სექსუალური შევიწროვების კანონი ისევ არ გვაქვს.“ – წერს თათია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. 2016 წლის აპრილში შალვა რამიშვილის მიერ მისი ტელე „იმედიდან“ გათავისუფლებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის თათია სამხარაძეზე („ტასო ბარნოვა“) სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახდენდა, სპეციალური ბრიფინგი ”ქალთა მოძრაობამ“ გამართა, სადაც თათია სამხარაძემ დაადასტურა შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროება. ბრალდებების შემდეგ შალვა რამიშვილი ტელე „იმედიდან“ გაუშვეს და აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. თათია სამხარაძის თქმით, მას ჰქონდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც. თავად შალვა რამიშვილი უარყოფდა მისი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს.

იტვირთბა....