ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რაკეტამ, რომელიც პუტინის ფავორიტი იყო, ჰაერში 2 წუთიც ვერ გაძლო

რუსეთის მიერ წარმოებული რაკეტის საცდელი გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს ის რაკეტაა, რომელზეც ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ შეუზღუდავი მოქმედების არეალი ჰქონდა. ინფორმაციას CNBC-ზე დაყრდნობით “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

CNBC ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც გამოცემის ცნობით ნანახი აქვს აშშ-ს სადაზვევრო სამსახურის შესაბამისი ანგარიში, წერს რომ რუსული რაკეტა რამდენჯერმე 2017 წლის ნოემბერში და 2018 წლის თებერვალში გამოსცადეს, თუმცა ორივე ცდაზე მალევე ჩამოვარდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით,  საცდელი გაშვებისას რაკეტა ჰაერში ყველაზე დიდხანს ორ წუთზე მეტ ხანს იყო და დაახლოებით 22 მილი (დაახლოებით 35 კმ.) იფრინა, მერე კი ჩამოვარდა.

CNBC-ის ინფორმაციით, რაკეტის გამოცდამ აშკარად აჩვენა, რომ ბირთული სიმძლავრის რაკეტამ მარცხი განიცადა და ვერ შეძლო ვლდიმერ პუტინის მიერ გაცხადებული განუსაზღვრელი საჰაერო შესაძლებლობის რეალობაში დამტკიცება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტის სატესტო რეჟიმში გამოცდის ბრძანება კრემლიდან მოდიოდა და რაკეტის ინჟინრების წინააღმდეგობის მიუხედავად, საგამოცდო გაშვება მაინც განხორციელდა.  CNBC ინფორმაციით, ინჟინრების მტკიცებით რაკეტის სისტემა ბოლომდე დასრულებული არ იყო.

CNBC-ის მიერ გავცელებულ ინფორმაციას კრემლის პსრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, ამერიკული მედიის ნაცვლად, პრეზიდენტ პუტინს მოუსმინონდა და მას ენდონ.

იტვირთბა....