სახელმწიფო ელექტროსისტემამ ტენდერი გამოაცხადა ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში არსებული ზოგიერთი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 593 ლარია.
საცხოვრელები სახლების და დამხმარე შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობას უკავშირდება.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში,განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელდა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების და შენობა-ნაგებობების გამოსყიდვა. 220 კვ ძაბვის ,,ახალციხე-ბათუმი’’-ს სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისათვის, ასევე, ელექტრო გადამცემი ხაზის უსაფრთხო ექსლუატაციისათვის აუცილებელია რამდენიმე საცხოვრებელი სახლუს და დამხმარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
სადემონტაჟო ტექნიკის სამოძრაოდ გათვალისწინებული გზების არ არსებობის გამო, ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაკავშირებული იქნება ხელით შესასრულებელ სამუშაოებთან, ხოლო ზოგიერთი ნაგებობის დემონტაჟი, მყარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების გამო საჭიროებს ე.წ. ,,კოდალას’’ გამოყენებას“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.