კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელი ზვიად გელბახიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შსს-დან დაურეკეს და კლუბ “ბასიანს” ხსნიან.
“მეგობრებო, დაგვირეკეს შ.ს.ს დან გვითხრეს რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მემგონი სახლში ვბრუნდებით”, – წერს გელბახიანი.