ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

ლაშა ტალახაძე: “ვიღაც და რაღაც გაბუნია ქრისტიანობაზე არ უნდა ქილიკობდეს”

ძალოსანი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებს ეხმაურება.

“ძალიან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია, როდესა ქრისტიანობას, სარწმუნოებას რომელიც გვწამს გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს”, – წერს ტალახაძე.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....