პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ძიუდოისტების პროტესტს. მისი თქმით, კომისიაში, რომელიც სპორტსმენთა პროტესტის შემდეგ შეიქმნა, დაპირისპირება არ არსებობს.
ხაბარელი აცხადებს, რომ ის არც ამ აქციებთან არის კავშირში. დეპუტატი ფიქრობს, რომ ქევხიშვილი თავად ცდილობს მის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზება მას და ზვიად ზვიადაურს გადააბრალოს.
„თუ გადავხედავთ მის ბექგრაუნდებს ყოველთვის ასეთ სკანდალებში ეხვევა.
ახლა მისი მოტივაციაა, რომ ხაბარელს გადააბრალოს, მისი მოტივაციაა,რომ გადააბრალოს ზურაბ ზვიადაურს.
მე არც ვიყავი საქმის კურსში უბრალოდ მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს, არასდროს მითქვამს ტყუილი და ახლაც ვიფიცები, რომ 1% არ არის ეს ჩემგან მართული და არც იქნება“-აცხადებს შოთა ხაბარელი.